ადვოკატი იმ გარემოებებს განმარტავს, რა დროსაც „ბადაგონის“ 50 პროცენტიანი წილი ვლადიმერ ჯანჯღავამ გიორგი სალაყაიას გადაუფორმა
ადვოკატი იმ გარემოებებს განმარტავს, რა დროსაც „ბადაგონის“ 50 პროცენტიანი წილი ვლადიმერ ჯანჯღავამ გიორგი სალაყაიას გადაუფორმა

კომპანია „ბადაგონის“ ერთ-ერთი მეწილის, ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი იმედა დვალიძე იმ გარემოებებს განმარტავს, რა დროსაც „ბადაგონის“ 50-პროცენტიანი წილი ვლადიმერ ჯანჯღავამ გიორგი სალაყაიას გადაუფორმა.

ადვოკატის განმარტებით, წილების გადაფორმების მიზეზი კომპანიაში არსებული პრობლემები გახდა, რის გამოც აუცილებელი იყო თანხების მოზიდვა, რაც რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ჯანჯღავასთვის პრობლემას წარმოადგენდა.

„გრაკორო“ იყო მთავარი ინვესტორი კომპანია, რომელმაც „ბადაგონში“ 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. კითხვა, რომელსაც ვსვამთ, არის ასეთი – რა ინვესტიცია განახორციელა გიორგი სალაყაიამ და როგორ მოხდა, რომ „ბადაგონის“ აქციების 100 პროცენტს ფლობს? რაც შეეხება წილების გადაფორმებას, ეს იყო 2015 წელს ფინანსების მოზიდვის გამო სტრატეგიული გადაწყვეტილება, საჭირო იყო ქართული საბანკო სერვისებისთვის მიმართვა. ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა, თუ კომპანიას ეყოლებოდა ერთი პარტნიორი და ის იქნებოდა საქართველის რეზიდენტი. ამიტომ წილი ფორმალურად გადაუფორმეს სალაყაიას. 2017 წლამდე პრობლემა არ იყო. როგორც კი პრობლემა გაჩნდა, მივმართეთ საგამოძიებო ორგანოებს“, – განაცხადა იმედა დვალიძემ. 

ღვინის კომპანია „ბადაგონით“ გამოძიება დაინტერესდა. დავა კომპანიის მოქმედ და ყოფილ მფლობელებს შორის მიმდინარეობს.