მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ბრალის დამძიმება დღეს მოხდა.
„საქმე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკვლელობის ჩადენის მუხლით გადაკვალიფიცირდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 30 სექტემბერს თბილისში მოკლეს.