ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდების სამი მოწმე – ორი ექსპერტი და ერთი გამომძიებელი დაიკითხა.

ექსპერტებმა ვიტალი საფაროვის სხეულზე არსებულ იმ დაზიანებებზე ისაუბრეს, რამაც საფაროვის სიკვდილი გამოიწვია. პროკურორის თქმით, მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ საქმეში არსებულ დანაზე აღმოჩენილია საფაროვის სისხლის კვალი და ერთ-ერთ ბრალდებულის ავთანდილ კანდელაკიშვილის თითის ანაბეჭდები. 

უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობაზე გიორგი სოხაძესა და ავთანდილ კანდელაკიშვილს ბრალი წარდგენილი აქვთ განზრახ მკვლელობის მუხლით, ჯგუფურად, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო. დანაშაული 13-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.