პროკურორი ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრის გაფართოებას  გამორიცხავს
პროკურორი ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრის გაფართოებას გამორიცხავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

სასამართლოს წინაშე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა – ორი გამომძიებელი და ვიტალი საფაროვის მეგობარი.

ბრალდებულ ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატის, ზურაბ ბეგიშვილის განცხადებით, მათ აქვთ ეჭვი, რომ ხდება ცალკეული პირების დანაშაულის დაფარვა. კერძოდ, დაცვის მხარე საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ნიკოლოზ შამათავას შესაძლო ბრალეულობაზე საუბრობს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის ღამით ბრალდებულებთან ერთად იყო.

შანავასგან ხელის ანაბეჭდების აღება არ მოხდა გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე საათში”, – განაცხადა ადვოკატმა.

თავის მხრივ, როგორც საქმის პროკურორმა, მიხეილ ჩხეიძემ აღნიშნა, ნიკოლოზ შანავასგან არათუ ხელის, არამედ დნმ-ის ნიმუშებიც აიღეს. შესაბამისად, პროკურორი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრის გაფართოებას გამორიცხავს.

„ყველაფერზე ჩატარდა ექსპერტიზა. მკვლელობის ნაწილში გამორიცხულია ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს. ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობა ჩაიდინეს ავთანდილ კანდელაკიშვილმა და გიორგი სოხაძემ“, – განაცხადა მიხეილ ჩხეიძემ.

უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობაზე გიორგი სოხაძესა და ავთანდილ კანდელაკიშვილს ბრალი წარდგენილი აქვთ განზრახ მკვლელობის მუხლით, ჯგუფურად, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო. დანაშაული 13-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმეზე მომდევნო სხდომა 13 ივნისს ჩაინიშნა.