ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მეორე წრე დაიწყო. მე-10 ტურში დღეს სამი შეხვედრა გაიმართა.
წყალტუბოს „სამგურალმა“ თბილისის „შევარდენს“ უმასპინძლა და უგოლო შეხვედრაში მხოლოდ ქულას დასჯერა 0:0.
ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელმა „ნორჩმა დინამომ“ „შატილის“ სტადიონზე ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. გოლები ბესიკ ჩიმაკაძემ (17), გოგი ფიფიამ (74) და ვანო შენგელიძემ (87) გაიტანეს.
გათამაშების ლიდერი „ვიტ ჯორჯია“ კი „ცხინვალს“ ესტუმრა. თუმცა, რეალურად, „ცხინვალი“ მეტოქეებს მცხეთაში, „ვიტ ჯორჯიას“ სტადიონზე მასპინძლობს და კურიოზული ამბავი გამოვიდა – „ვიტ ჯორჯიამ“ საკუთარ სტადიონზე სტუმრად ითამაშა. შეხვედრა კი ნომინალურმა სტუმრებმა და რეალურად, მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. 77-ე წუთზე ერთადერთი გოლი გიორგი ვასაძემ გაიტანა.
დღევანდელი გამარჯვებულები ლიგაში ლიდერობენ: „ვიტ ჯორჯია“ 21 ქულით პირველზეა, ხოლო 18 ქულით მეორეზე „ნორჩი დინამო“ დაწინაურდა.