ელიგა 2 | „არაგვმა“ „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა და გალიდერდა #1TVSPORT
ელიგა 2 | „არაგვმა“ „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა და გალიდერდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა. ტურის ცენტრალური მატჩი გლდანის საფეხბურთო ცენტრში ჩატარდა, სადაც „ვიტ ჯორჯიამ“ დუშეთის „არაგვს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

სტუმრებმა ანგარიში 44-ე წუთზე თენგიზ ბრეგვაძის გოლით გახსნეს, რომელსაც ასისტენტობა პაატა კიტეიშვილმა გაუწია. 67-ე წუთზე კი თავად კიტეიშვილმა გაიტანა. „ვიტ ჯორჯიას“ სხვაობის შემცირება 90+5-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ ამირან ძაგანიამ პენალტი ვერ გაიტანა. ამ მოგებით „არაგვი“ „ვიტ ჯორჯიას“ დაეწია და დამატებითი მაჩვენებლებით გალიდერდა.

მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა ბოლნისის „სიონმა“, რომელმაც თბილისის „ლოკომოტივი“ საკუთარ არენაზე 4:0 დაამარცხა. გოჩა ცირდავამ (49, 60) დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ლუკა ჩაგანავას (38) და დათა სიჭინავამ (43) გაიტანეს.

„რუსთავმა“ ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ხობის „კოლხეთი“ მიიღო, გამოცდილი მცველის, ვარლამ კილასონიას გოლით (50) გაიმარჯვა და მესამე ადგილზე დაწინაურდა.

მეხუთე ტური

შტურმი – გარეჯი 1 : 1

დინამო-2 თბ – სპაერი 0 : 0

სიონი – ლოკომოტივი 4 : 0

რუსთავი – ხობის კოლხეთი 1 : 0

ვიტ ჯორჯია – არაგვი 0 : 2