ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე „თელავი“ ამხანაგურ შეხვედრაში „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდა და 3:2 გაიმარჯვა.
თბილისის „ვიტ ჯორჯიის“ წინააღმდეგ გოლები სერბმა ახალწვეულმა, სტეფან ბუკორაცმა, ედუ პარკინაშვილმა და თორნიკე მორჩილაძემ გაიტანეს.
წინა ორი მატჩის მსგავსად, „თელავი“ „ვიტ ჯორჯიასთანაც“ შერეული შემადგენლობით იყო მოედანზე გასული. მთავარმა მწვრთნელმა, ოლეგ ვასილენკომ განაცხადში მყოფ ყველა ფეხბურთელს მისცა სათამაშო დრო. პირველი გოლის ავტორი, სერბი ნახევარმცველი სტეფან ბუკორაცი 2015 წელს „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი იყო.
ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში „თელავისთვის“ ეს მესამე ამხანაგური მატჩი იყო. პირველში გუნდმა „დინამო თბილისი“ 2:1 დაამარცხა, შემდეგ კი „გარეჯთან“ შეხვედრა ფრედ, 2:2 დაასრულა. აღსანიშნავია, რომ პარკინაშვილმა გოლი სამივე თამაშში გაიტანა.