ელიგა 2 – „კოლხეთმა“ „გარეჯის“ 12-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა #1TVSPORT
ელიგა 2 – „კოლხეთმა“ „გარეჯის“ 12-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ში მეორე წრე მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. მთავარი ამბავი მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლიდერის დამარცხება იყო.

„გარეჯი“ – ფოთის „კოლხეთი 1913“ – 0:1

გათამაშების ლიდერმა, საგარეჯოს „გარეჯმა“ საკუთარ მოედანზე მესამეადგილოსანს, ფოთის „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლა და, დიდი მცდელობის მიუხედავად, დამარცხდა. ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა გაიტანა და „კოლხეთი 1913“ მეორე ადგილზე დააწინაურა. ფოთელებმა „გარეჯის“ 12-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს.

ხობის „კოლხეთი“ – „ვიტ ჯორჯია“ – 0:1

ხობის „კოლხეთმა“ სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო ოთხი ტურია, ვერ იგებს. „ვიტ ჯორჯია“ 21 წლის თავდამსმხელის, ამირან ძაგანიას გოლით 33-ე წუთზე დაწინაურდა. მასპინძლების მდგომარეობა 51-ე წუთზე სერიოზულად დამძიმდა, როდესაც ლიგის ვეტერანი, 41 წლის ნახევარმცველი ლევან ვართაგავა მოედნიდან გააძევეს და, საბოლოოდ, „კოლხეთმა“ თამაში ვერ გადაარჩინა.

წაგების მიუხედავად, „გარეჯმა“ ლიდერობა შეინარჩუნა, ფოთის „კოლხეთი“ კი მეორე ადგილზე დაწინაურდა.

ეროვნული ლიგა 2

1. გარეჯი 42

2.ფოთის კოლხეთი 34

3. სპაერი 33

4. დინამო-2 თბ 31

5. ხობის კოლხეთი 27

6. სიონი 27

7. ვიტ ჯორჯია 18

8. მერანი მრ 17

9. ლოკომოტივი 12

10. მერანი თბ 12