“ვიტ ჯორჯიას” სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები, ბოლო წლებში, სისტემატურად მონაწილეობენ მსოფლიოს ახალგაზრდულ საკლუბო ჩემპიონად წოდებულ Gothia Cup-ის გათამაშებაში.
წელს, ტურნირზე “ვიტ ჯორჯიას” 16-წლამდელთა გუნდი გაემგზავრება, რომელიც საქართველოს ელიტ-ლიგის 2002/2003 წელს დაბადებულთა გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს.
Gothia Cup 2018-ზე გამართული წილისყრის შედეგად თბილისურ კლუბს ჯგუფში შეხვდა “უტბინესი“, “სკილიებო” (ორივე შვედეთი) და “სეათაუნი” (ირლანდია).
პირველ შეხვედრას ვეტერინარები შვედური “სკილიებოს” წინააღმდეგ გამართავენ, მეორეში ირლანდიურ “სეათაუნს” დაუპირისპირდებიან. ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში კი – შვედურ “უტბინესს“.
პირველ შეხვედრას ვეტერინარები შვედური “სკილიებოს” წინააღმდეგ გამართავენ, მეორეში ირლანდიურ “სეათაუნს” დაუპირისპირდებიან. ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში კი – შვედურ “უტბინესს“.