ვილაშ-ბოაში „დაკარზე“ ავარიის გამო საავადმყოფოში მოხვდა
ვილაშ-ბოაში „დაკარზე“ ავარიის გამო საავადმყოფოში მოხვდა

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში “დაკარი 2018”-ის მეოთხე ეტაპზე ავარიაში მოხვდა. 40 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის “ტოიოტა” უდაბნოში გადატრიალდა, რის გამოც, რალი-რეიდის ორგანიზატორებმა დაზარალებული ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ანდრე კლინიკაში ზურგის არეში ტკივილით მიიყვანეს. სამწუხაროა, რადგან ანდრეს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა“, – განაცხადა “ტოიოტას” გუნდის დირექტორმა ჟან-მარკ ფორტინამ.

“დაკარის” სამი ეტაპის შემდეგ, ვილაშ-ბოაში ავტომობილების გენერალურ კლასიფიკაციაში 39-ე ადგილზე იმყოფებოდა.

მეოთხე ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა “პეჟოს” წევრმა სებასტიან ლოებმა. მას წუთ-ნახევრით ჩამორჩა თანაგუნდელი კარლოს საინსი. მესამე ადგილზეც “პეჟოს” ავტომრბოლელი სტეფან პეტერანსელი გავიდა, რომელიც ლიდერობს საერთო ჩათვლას.

რაც შეეხება მოტოციკლების კლასს, აქ ლიდერი შეიცვალა. ავარიის შემდეგ, “დაკარს” ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი სემ სანდერლენდი გამოეთიშა​. მისი ადგილი დაიკავა ფრანგმა ადრიენ ვან ბევერენმაიამაჰადან“, რომელმაც მეოთხე ეტაპი მოიგო.