ფერნანდო ალონსო 2020 წელს „დაკარში“ გამოვა
ფერნანდო ალონსო 2020 წელს „დაკარში“ გამოვა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო 2020 წელს ლეგენდარულ ავტომარათონში – „დაკარში“ მიიღებს მონაწილეობას.

ესპანელი „ტოიოტას“ მანქანით იასპარეზებს. როგორც „ფრანს ტივი სპორტ“ (France TV Sport) წერს, ალონსოს შტურმანი იქნება „დაკარის“ ხუთგზის ჩემპიონი მოტოციკლის კლასში, ლეგენდარული მარკ კომა.

„ვაპირებ მაღალ დონეზე გამოვიდე „დაკარზე“, რადგან ეს ჩემი წესია. თან ჩემს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება იქნება“, – განაცხადა ალონსომ.

2020 წლის „დაკარი“ 5-17 იანვარს გაიმართება. ავტომარათონს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს საუდის არაბეთი.