ჰოლანდიელი მოტომრბოლი „დაკარზე“ მიღებული ტრავმების შემდეგ გარდაიცვალა
ჰოლანდიელი მოტომრბოლი „დაკარზე“ მიღებული ტრავმების შემდეგ გარდაიცვალა

ჰოლანდიელი მოტომრბოლი ედვინ სტრავერი გარდაიცვალა ტრავმებისგან, რომელიც 2020 წლის „დაკარის“ მე-11 ეტაპის დროს მიიღო.

48 წლის მრბოლელი ვერ გაუმკლავდა მართვას და მოტოციკლიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს ვერტმფრენით ელ-რიადის საავადმყოფოში. ჰოლანდიელის გული 10 წუთი არ ცემდა, მაგრამ ექიმებმა მოახერხეს მოტომრბოლის რეანიმირება.

მრავალრიცხოვანი ტრავმების, მათ შორის, ტვინის დაზიანების გამო, ექიმებმა სტრავერის ნათესავების ნებართვის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთეს მოტომრბოლი.

სტრავერი 2020 წელს მესამედ იღებდა მონაწილეობას „დაკარის“ რალიში. მისი საუკეთესო მიღწევა იყო 30-ე ადგილი გასული წლის საერთო ჩათვლაში.