რალი-რეიდი დაკარი საუდის არაბეთში გაიმართება
რალი-რეიდი დაკარი საუდის არაბეთში გაიმართება

ლეგენდარულ რალი-რეიდ დაკარის ორგანიზატორები უახლოეს პერიოდში ხელს მოაწერენ კონტრაქტს რბოლის საუდის არაბეთში ჩატარებაზე, – იტყობინება აუტოსპორტი. 2009 წლიდან დღემდე ავტომარათონი სამხრეთ ამერიკაში იმართებოდა, მანამდე კი მას აფრიკა მასპინძლობდა.

თანამშრომლობის შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება. სავარაუდოდ, კონტრაქტი საუდის არაბეთთან ხუთი წლით გაფორმდება. პირველი რბოლა მომავალი წლის იანვარში გაიმართება.