ფრანგი მოტომრბოლი „დაკარის“ დროს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა

18:04, 16.01.2021

ფრანგი მოტომრბოლი პიერ შერპენი 10 იანვარს, რალი-მარათონის „დაკარის“ მეშვიდე ეტაპზე მიღებული ტრავმების შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ რალის პრესსამსახურმა გამოაცხადა.

ეტაპის 178-ე კილომეტრზე პილოტმა წაქცევის შედეგად თავის სერიოზული ტრავმა მიიღო. შერპენი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სასწრაფოდ ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ბოლო მომენტამდე ხელოვნულ კომაში იმყოფებოდა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ფრანგი საუდის არაბეთიდან სამშობლოში თვითმფრინვით გადაყავდათ, მგზავრობისას გარდაიცვალა.

52 წლის მრბოლელი ქალაქ ლილიდან მეოთხედ მონაწილეობდა „დაკარში“.

მსგავსი