„დაკარის“ რალი-რეიდზე ლიდერი ისევ შეიცვალა
„დაკარის“ რალი-რეიდზე ლიდერი ისევ შეიცვალა

ერთდღიანი პაუზის შემდეგ, „დაკარის“ მონაწილეებს ყველაზე გრძელი ეტაპი ელოდათ ბოლივიის ტერიტორიაზე – 495 კილომეტრი.

ურთულესი მარშრუტის შემდეგ, შეიცვალა ლიდერი ავტომობილების კლასში. მანქანის დაზიანების შემდეგ, სტეფან პეტერანსელმა საათი და 45 წუთი დაკარგა. ამის შედეგი ის გახდა, რომ გენერალური კლასიფიკაციის ახალი ლიდერი „პეჟოს“ მეორე წევრი კარლოს საინსი გახდა. თან მას უდიდესი უპირატესობა აქვს – მეორე ადგილზე მყოფ ნასერ ალ-ატიიას (“ტოიოტა”) საათსა და 11 წუთს უგებს. პეტერანსელი მესამეა – საათი და 20 წუთის ჩამორჩენით.

მოტოციკლთა კლასში მესამე ეტაპი მოიგო ხოან ბარედა ბორდმა, მაგრამ მას ეს გამარჯვება „ძვირად დაუჯდა“, რადგან ესპანელი დისტანციის დროს დაეცა, მუხლის ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, „დაკარის“ დატოვება მოუწევს. მოტომრბოლებს შორის ლიდერობა ადრიენ ვან ბევერენმა დაიბრუნა.