ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას სადებიუტო ფილმი აჩვენეს
21:51, 31.08.2018
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჰოლივუდის ვარსკვლავის ბრედლი კუპერისა და მეგა ვარსკვლავის ლედი გაგას ერთობლივი ფილმის „ვარსკვლავის დაბადება“ (A Star Is Born) პრემიერა შედგა. ფილმი სადებიუტოა ბრედლი კუპერისთვის, როგორც რეჟისორისთვის.
„როიტერის“ ინფორმაციით, ფილმის ჩვენებას სურათის შემოქმედებით ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის თავად ბრედლი კუპერი და ლედი გაგა. ლედი გაგამ საპრემიერო ჩვენებისთვის დიზაინერ აზედინ ალაიას სამოსი მოირგო.
„ვარსკვლავის დაბადება“ უილიამ ველმანის 1937 წელს გადაღებული ფილმის რიმეიქია. სიუჟეტის მიხედვით, კინოვარსკვლავი ცდილობს, ახალგაზრდა მომღერალს წარმატების და დიდების მოპოვებაში დაეხმაროს. ამ დროს კი, თავად მისი კარიერა ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო ფსკერისკენ მიექანება.
1937 წელს გადაღებულ ფილმში მთავარ როლს ჯუდი გარლანდი ასრულებდა. მეორედ ფილმი 1976 წელს გადაიღეს, ბარბრა ჯოან სტრეიზანდისა და კრის კრისტოფერსონის მონაწილეობით.