ლედი გაგა ბრედლი კუპერს - არ არსებობს ადამიანი შენს გარდა, რომელსაც შეეძლო, ასე ემღერა ეს სიმღერა ჩემთან ერთად
ლედი გაგა ბრედლი კუპერს - არ არსებობს ადამიანი შენს გარდა, რომელსაც შეეძლო, ასე ემღერა ეს სიმღერა ჩემთან ერთად

„ოსკარის“ მიღების შემდეგ, ლედი გაგამ აუდიტორიას და მის პარტნიორს, ბრედლი კუპერს შთამბეჭდავი სიტყვით მიმართა.

ამერიკელი მომღერლის სიტყვას დარბაზში მყოფი აუდიტორიის ემოციები და ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა.

„პლანეტაზე არ არსებობს ადამიანი, შენს გარდა, რომელსაც შეეძლო, ასე ემღერა ეს სიმღერა ჩემთან ერთად. დიდი მადლობა, რომ გვენდე, ძალიან დიდი მადლობა“, – მიმართა სცენიდან გაგამ ბრედლი კუპერს.

ლედი გაგამ „ოსკარი“ მიიღო საუკეთესო სიმღერისთვის ფილმში „ვარსკვლავის დაბადება“.

მანამდე ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის შთამბეჭდავი პერფორმანსი შედგა „დოლბის“ თეატრის სცენაზე. მათ სიმღერა „შალოუ“ (Shallow) შეასრულეს.