ვენეციაში საკრუიზო ლაინერი ტურისტების კატარღას შეეჯახა [ვიდეო]

ვენეციაში საკრუიზო ლაინერი ტურისტების კატარღას შეეჯახა. ინციდენტი სან ბაზილიოს ნავმისადგომთან მოხდა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, დაშავდა ხუთი ადამიანი. სულ კატარღაში 130 მგზავრო იმყოფებოდა. დაშავებულების ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. იტალიური საინფორმაციო სააგენტო „ანსას“ იუწყება, რომ ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექიმები და სამართალდამცველები.