ბათუმის პოლიციის უფროსი პორტში მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და პროტესტი მშვიდობიანად ჩაატარონ
ბათუმის პოლიციის უფროსი პორტში მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და პროტესტი მშვიდობიანად ჩაატარონ

ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის განცხადებით, ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე ათი მოქალაქე დააკავეს.

როგორც დგებუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

„ამ მომენტისათვის აქციაზე დაკავებულია ათი პირი, ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებ, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და ჩაატარონ მშვიდობიანად მათი პროტესტი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ავიდა ლაინერზე პოლიცია, ეს არის სტანდარტული პროცედურა: პოლიცია ადის, ამოწმებს და იღებს შესაბამის ზომებს. პოლიცია იყო კანონის სრული წესების დაცვით ასული საკრუიზო გემზე, წესრიგის ნებისმიერ დარღვევაზე პოლიციას ექნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა დგებუაძემ.

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, აქციით დახვდნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.