ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მაშველები და „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები მუშაობენ [ფოტო]
19:07, 23.01.2019
ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გაზის გაჟონვის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, მაშველები და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები მუშაობენ.
როგორც პირველ არხს კორპუსის მცხოვრებლებმა განუცხადეს, გაზის სუნი კორპუსის მეოთხე სართულზე იგრძნეს, რის შემდეგაც „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები და სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ბინა დაკეტილია. მისი მეპატრონე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და ბინაში ამჟამად არავინ ცხოვრობს.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე ჯერ რჩებიან მაშველები და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები.