თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი
თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კარ-ფანჯრები დააზიანა გვერდით მდებარე სახლშიც. ასევე, დაზიანდა ქუჩაში მდგარი ავტომანქანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური, პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

აფეთქების შედეგად დაშავდა, ერთი პირი. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.