პაატა ტრაპაიძე - მეწყერთან დაკავშირებით ჩვენ მიერ განხორციელებულმა გადაუდებელმა ღონისძიებებმა მოიტანა დროებითი სტაბილიზაცია
პაატა ტრაპაიძე - მეწყერთან დაკავშირებით ჩვენ მიერ განხორციელებულმა გადაუდებელმა ღონისძიებებმა მოიტანა დროებითი სტაბილიზაცია

მეწყერთან დაკავშირებით ჩვენ მიერ განხორციელებულმა გადაუდებელმა ღონისძიებებმა მოიტანა დროებითი სტაბილიზაცია, – ამის შესახებ კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელმა პაატა ტრაპაიძემ განაცხადა.

როგორც პაატა ტრაპაიძემ აღნიშნა, დღეს მეწყერი პრაქტიკულად გაჩერებულია.

„ამჟამად მილების უსაფრთხოება დაცულია და სხვა რამე ღონისძიებები, რომლებიც ადამიანების საფრთხესთან არის დაკავშირებული ამჟამად არ განიხილება. საკმაოდ ბევრი კვლევა მიმდინარეობს, ასევე ბევრი კვლევა უნდა ჩატარდეს მომავალ ორ-სამ კვირაში, რომლებიც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ, რა ღონისძიებები დასახვა შეიძლება ამ დროებითი სტაბილიზაციის გადატანის გრძელვადიან სტაბილიზაციაში“, – განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.