ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მაშველები და „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები მუშაობენ [ფოტო]
ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მაშველები და „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები მუშაობენ [ფოტო]

ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გაზის გაჟონვის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, მაშველები და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები მუშაობენ.

როგორც პირველ არხს კორპუსის მცხოვრებლებმა განუცხადეს, გაზის სუნი კორპუსის მეოთხე სართულზე იგრძნეს, რის შემდეგაც „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები და სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ბინა დაკეტილია. მისი მეპატრონე რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და ბინაში ამჟამად არავინ ცხოვრობს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე ჯერ რჩებიან მაშველები და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები.