აღმაშენებლის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა
აღმაშენებლის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

აღმაშენებლის გამზირზე, თუმანიშვილის თეატრის მიმდებარედ აფეთქება მოხდა.

შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მოხდა. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, მათ ძლიერი აფეთქებისა და ნგრევის ხმა გაიგეს.

ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე დროულად გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველების მიერ შენობიდან უვნებლად გამოყვანილია ერთი მოქალაქე.
„ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უსაფრთხოების მიზნით არიან მობილიზებულები“, – აცხადებენ უწყებაში.