Variety - კანის საერთაშორისო კინოფესტივალს ასგარ ფარჰადის ფილმი Everybody Knows გახსნის
კანის საერთაშორისო კინოფესტივალს ორი ოსკარის მფლობელი რეჟისორის, ასგარ ფარჰადის ფილმი Everybody Knows, გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ Variety ავრცელებს.
სურათში მთავარ როლებს პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი ასრულებენ.
სიუჟეტი ცოლ-ქმრის ისტორიას მოგვითხრობს.
კანის 71-ე კინოფესტივალი წელს 8 მაისს დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.