კანის კინოფესტივალზე ტარანტინოს ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ პრემიერა გაიმართა

21:46, 21.05.2019

კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამერიკელი რეჟისორის, კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა. ფილმი სახელწოდებით „ერთხელ ჰოლივუდში“ რეჟისორმა და მსოფლიო კინოს ვარსკვლავებმა, ლეონარდო დიკაპრიომ და ბრედ პიტმა თავად წარუდგინეს საზოგადოებას.

ფილმის სიუჟეტი მენსონის კრიმინალური ოჯახის შესახებ მოგივთხრობს. ისტორია 1969 წელს ვითარდება, როდესაც მენსონის ოჯახის ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, რომ ლოს ანჯელესის გარეუბანში მდებარე სახლისთვის შეეტიათ. მენსონის დავალებით სასტიკად მოკლეს სახლში მყოფები, მათ შორის, მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი.

https://www.youtube.com/watch?v=ELeMaP8EPAA&feature=youtu.be&fbclid=IwAR0LWZMgsKxrFqN4dzYn3NkRY14-5eS4qc_XSSTMyMCZ8TL3daxvLRyun34

 

მსგავსი