Variety – კანის საერთაშორისო კინოფესტივალს ასგარ ფარჰადის ფილმი Everybody Knows გახსნის

15:01, 05.04.2018

კანის საერთაშორისო კინოფესტივალს ორი ოსკარის მფლობელი რეჟისორის, ასგარ ფარჰადის ფილმი Everybody Knows, გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ Variety ავრცელებს.

სურათში მთავარ როლებს პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი ასრულებენ.

სიუჟეტი ცოლ-ქმრის ისტორიას მოგვითხრობს.

კანის 71-ე კინოფესტივალი წელს 8 მაისს დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი