ორგანიზატორების ინფორმაციით, კანის კინოფესტივალი წელს ჩვეულ ფორმატში არ ჩატარდება

03:58, 15.04.2020

კანის კინოფესტივალი წელს ჩვეულ ფორმატში არ ჩატარდება. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.

თავდაპირველად კანის კინოფესტივალი ივლისამდე გადადეს, თუცა დღეს ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ კინოფორუმი ჩვეულ ფორმატში 2020 წელს ვერ გაიმართება.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ფორმით აპირებენ ორგანიზატორები ღონისძიების ჩატარებას.

კანის კინოფესტივალი საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე 12-დან 23 მაისამდე უნდა გამართულიყო.

მსგავსი