ვანო ზარდიაშვილი - ჩვენი სპეცსამსახურები მუშაობენ ღირსეულად და მათ საზოგადოებრივი მხარდაჭერა სჭირდებათ
ვანო ზარდიაშვილი - ჩვენი სპეცსამსახურები მუშაობენ ღირსეულად და მათ საზოგადოებრივი მხარდაჭერა სჭირდებათ

ჩვენი სპეცსამსახურები მუშაობენ ძალიან ეფექტურად, ძალიან ღირსეულად და მათ სჭირდებათ საზოგადოებრივი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვანო ზარდიაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე კვირის წინ ყველამ ნახა შემზარავი დანაშაული, როდესაც ტერორისტების დაჯგუფებას ქალაქის შუაგულში ებრძოდნენ ქართული სპეცსამსახურები.

“როგორც ვხედავთ საგამოძიებო უწყებები მუშაობენ ძალიან ეფექტურად და ყველა კვალზე ფეხდაფეხ მიყვებიან დამნაშავეებს. ჩვენ ძალიან დიდი ნდობა უნდა გამოვუცხადოთ საგამოძიებო უწყებებს, სპეცსამსახურებს, რათა ეს დანაშაული ერთხელ და სამუდამოდ გამოიკვლიონ, დაადგინონ და დამნაშავეები დასაჯონ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სპეცსამსახურები მუშაობენ ძალიან ეფექტურად, ძალიან ღირსეულად და მათ სჭირდებათ საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რომ აღკვეთონ ეს დანაშაული. ცალსახად უსაფრთხოა, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება, ესეც ჩვენ სპეცსამსახურებისა და სამართალდამცველების დამსახურებაა. ჩვენ ვიხილეთ როგორ პროფესიულად მოქმედებენ ჩვენი სპეცსამსახურები”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.