გია ვოლსკი - ვანო ზარდიაშვილი თავისი გადაწყვეტილებით წავიდა, მმართველ გუნდში მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არის
გია ვოლსკი - ვანო ზარდიაშვილი თავისი გადაწყვეტილებით წავიდა, მმართველ გუნდში მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ვანო ზარდიაშილი პარლამენტიდან საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა.

როგორც ვოლსკი აცხადებს, მმართველ გუნდში მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არის.

„ამ თემის ასე დრამატიზებასაც არ მოვახდენდი. ვანო ზარდიაშვილი თავისი გადაწყვეტილებით წავიდა. მმართველ გუნდში მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არის. მის მიმართ შავი პიარი მძლავრობდა, შეტევები საკმაოდ ხშირი იყო. ხშირ შემთხვევაში უზნეობასთან სიახლოვეს იყო. ოპონენტების შემოტევაზე გავლენა მოახდინა მისმა ეფექტურმა, პროფესიონალურმა მუშაობამ აუდიტის სამსახურის პერიოდში, სადაც კვალიფიციური დასკვნები დაიდო გადაცდომებზე, რაც იმ ხელისუფლებას ახასიათებდა. სამწუხაროა, მაგრამ პოლიტიკას ახასიათებს გარკვეული ჯახები. პოლიტიკურ ველზე ეს შეჩვეულ ჭირად იქცა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვანო ზარდიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტსა და დეპუტატის მანდატს ტოვებს.