პარლამენტმა თემურ გოცირიძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო
პარლამენტმა თემურ გოცირიძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტმა თემურ გოცირიძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

თემურ გოცირიძე პარლამენტში ვანო ზარდიაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თავად მოითხოვა. ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილებას წინ დეპუტატ ეკა ბესელიასთან მომხდარი ინციდენტი უსწრებდა.