არჩილ თალაკვაძე ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილებას ღირსეულს უწოდებს
არჩილ თალაკვაძე ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილებას ღირსეულს უწოდებს

ვანო ზარდიაშვილმა ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც სადეპუტატო მანდატი დატოვა.

არჩილ თალაკვაძემ ზარდიაშვილს გუნდის სახელით მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„მან საზოგადოებას აჩვენა, რომ თანამდებობა და სტატუსი არ არის თვითმიზანი, ეს არის მხოლოდ საშუალება, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და საქმე ვაკეთოთ. ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას. ამ გადაწყვეტილებით მან დაამტკიცა, რომ საკუთარ გუნდს და პრინციპებს პატივს სცემს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვანო ზარდიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტსა და დეპუტატის მანდატს ტოვებს.

დატოვე კომენტარი