პარლამენტში ვანო ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე შეცვლის
პარლამენტში ვანო ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე შეცვლის

პარლამენტში ვანო ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს. როგორც საქართველოს პირველ არხს გოცირიძემ განუცხადა, დეპუტატობას გეგმავს.

„ვინაიდან საარჩევნო სიაში ვარ, დეპუტატობას ვგეგმავ”, – აღნიშნა გოცირიძემ.

თემურ გოცირიძე პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 52-ე ნომერია. სიის გათვალისწინებით, დეპუტატი ირაკლი ზარქუა უნდა გამხდარიყო, რომელიც ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრია. ირაკლი ზარქუა პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს და ამის მიზეზად მის ამჟამინდელ თანამდებობას ასახელებს.

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილს, საქართველოს პარლამენტისა და დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ მან დღეს განაცხადა.