ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა
ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა

„ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა.

ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე ​თემურ გოცირიძე იქნება.

„ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტში გადანაცვლებაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზად კი მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ნეგატიური კამპანია დაასახელა.