„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, ვახტანგ კიკაბიძემ საკუთარი არჩევანი თბილისის 71-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
როგორც კიკაბიძემ აღნიშნა, ხმა კარგ, ნორმალურ ცხოვრებას მისცა.
„ხმა მივეცი კარგ, ნორმალურ ცხოვრებას. ეგ არის, მოვიგებთ ჩვენ. მოლოდინი მაქვს, რომ უნდა მოვიგოთ“, – განაცხადა ვახტანგ კიკაბიძემ.