თინათინ ბერძენიშვილი - მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველო ნამდვილ ლეგენდას ემშვიდობება
თინათინ ბერძენიშვილი - მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველო ნამდვილ ლეგენდას ემშვიდობება

მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველო ნამდვილ ლეგენდას ემშვიდობება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, სიყვარული, რომელიც ბუბა კიკაბიძის მიმართ არსებობდა, დიდ საკონცერტო დარბაზში ხალხის რაოდენობაშიც გამოიხატება.

„სიტყვებიც ზედმეტია ამ დროს და ბევრი საუბარიც არ ღირს. საქართველოს პირველი არხი თავის ეთერში იხსენებს ბატონ ბუბას. მინდა, რომ ყველა იყოს თანამოზიარე ამ სევდის, რომელიც მთელ ქვეყანას აქვს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

მომღერალი, კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დღეს დაკრძალეს.