უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის კულტურის მინისტრი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვას დაესწრება
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის კულტურის მინისტრი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვას დაესწრება

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვას დაესწრება.

უკრიანული მედიის ცნობით, მინისტრი თბილისში ხვალ ჩამოვა.

როგორც უკრაინის საელჩოში განაცხადეს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე ტკაჩენკო უკრიანის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას წაიკითხავს.

ვახტანგ კიკაბიძეს ხვალ თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და, საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.

მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.