ვოლოდიმირ ზელენსკი - ვახტანგ კიკაბიძე, მეგობარი, რომელიც მუდამ ჩვენ გვერდით იყო, დიდებული ხალხის დიდებული ადამიანი
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვახტანგ კიკაბიძე, მეგობარი, რომელიც მუდამ ჩვენ გვერდით იყო, დიდებული ხალხის დიდებული ადამიანი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, ვახტანგ კიკაბიძე დიდებული ხალხის დიდებული ადამიანი იყო.

„ვახტანგ კიკაბიძე, მეგობარი, რომელიც მუდამ ჩვენ გვერდით იყო. დიდებული ხალხის დიდებული ადამიანი. ლეგენდა, რომელზეც ვიღებდით სწორებას. ნათელი ხსოვნა არტისტს და თანაგრძნობა ახლობლებს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.