ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს 19 იანვარს, ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს 19 იანვარს, ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ.

ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით, ვახტანგ კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდები 17 და 18 იანვარს, სავარაუდოდ, ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება.

19 იანვარს კი ვახტანგ კიკაბიძეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ.

ახლობლების ინფორმაციით, ვახტანგ კიკაბიძეს, საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.

მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.