ვაისმა ბოდიში მოიხადა - ჟურნალისტებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს
ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებთან გამართული ისტორიული მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა განვლილი მატჩი შეაფასა:
„ბოდიში ფეხბურთელებს, ფედერაციას, თქვენ, ყველა ადამიანს, ვინც ამ მატჩს ელოდა, რა თქმა უნდა, თამაშზე პასუხისმგებლობა მე მეკისრება. ევროპაზე მაკედონია გავიდა, ერთი გაიტანეს და ეს საკმარისი გამოდგა გამარჯვებისთვის, მაგრამ წინ არის ორი თამაში ერთა ლიგაზე“, – ამბობს ვალდიმირ ვაისი.
ამის შემდეგ ქართველი ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. საერთო აზრია, რომ გუნდმა ეს ისტორიული შეხვედრა სწორედ მწვრთნელის გამო წააგო, მან თამაშის დროს გუნდის გადაწყობა, შეტევების გაძლიერება და გამწვავება ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ, ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის უნიკალური შანსი დაკარგა.