მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიურ ჩემპიონ უსაინ ბოლტს ნორვეგიის საფეხბურთო კლუბ “სტრიომსგოდსეტში” დებიუტი ჰქონდა.
იამაიკელი სპრინტერის გუნდი ნორვეგიის იუნიორთა ნაკრებს ხვდებოდა.
ბოლტი 71-ე წუთზე შევიდა მოედანზე, როცა მისი გუნდი 0:1-ს აგებდა. მისთვის განკუთვნილ დროში იამაიკელმა ერთი დარტყმა შეასრულა, თუმცა თამაშის ანგარიში არ შეცვლილა.