უსაინ ბოლტი ტოკიოს ოლიმპიადაზე დაბრუნებას გეგმავდა #1TVSPORT
უსაინ ბოლტი ტოკიოს ოლიმპიადაზე დაბრუნებას გეგმავდა #1TVSPORT

მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსაინ ბოლტმა აღიარა, რომ არ აპირებს სპორტში დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთებას აპირებდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ.

„სპორტში დაბრუნება? უკვე გვიანია. თუ დავბრუნდებოდი, ამას წლევანდელი ოლიმპიადის წინ გავაკეთებდი. როცა მწვრთნელს ვუთხარი, რომ კარიერის დასრულებას ვაპირებდი, ჩვენს შორის დიალოგი შედგა. მან მითხრა: „როცა მიდიხარ, ეს დასასრულია. არ ვაპირებ დაბრუნებებზე ზრუნვას, არაფერი მსგავსი. ასე რომ, თუ კარიერას ასრულებ, ამაში სრულად დარწმუნებული უნდა იყო“.

მახსოვს, როგორ მივედი მასთან 2019 წელს და ვკითხე: „რას ფიქრობ ჩემს დაბრუნებაზე ოლიმპიურ თამაშებზე?“ მან შემომხედა და მითხრა: „არც კი დაიწყო“. მე მჯერა ჩემი მწვრთნელის, ასე რომ, არ დავბრუნდები. თუმცა, კონკურენციისა და შეჯიბრის სურვილი შემომრჩა“, – მოჰყავს ბოლტის სიტყვები BBC-ის.

დატოვე კომენტარი