17 წლის ამერიკელმა უსაინ ბოლტის რეკორდი მოხსნა #1TVSPORT
17 წლის ამერიკელმა უსაინ ბოლტის რეკორდი მოხსნა #1TVSPORT

17 წლის ამერიკელმა სპრინტერმა ერიონ ნაიტონმა გააუმჯობესა 18 წლამდე მძლეოსანთა მსოფლიოს რეკორდი 200 მეტრზე რბენაში. ეს რეკორდი რვაგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლეგენდარულ იამაიკელ უსაინ ბოლტს ეკუთვნიდა.

ჯექსონვილში გამართულ ტურნირზე ნაიტონმა დისტანცია 20.11 წამში დაფარა. ბოლტმა თავისი რეკორდი 2003 წელს დაამყარა – მისი დრო იყო 20.13 წამი.

ერიონ ნაიტონი აპირებს მონაწილეობა მიიღოს ტოკიოს ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში. 100 მეტრზე მისი საუკეთესო შედეგია 9.99 წამი.