უსაინ ბოლტმა ავტობიოგრაფია დაწერა #1TVSPORT
უსაინ ბოლტმა ავტობიოგრაფია დაწერა #1TVSPORT

ლეგენდარულმა იამაიკელმა მძლეოსანმა უსაინ ბოლტმა საკუთარ „ინსტაგრამში“ დაწერა, რომ უახლოეს მომავალში გამოვა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი.

„The Usain Bolt Opus… მალე“, – დაწერა რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

წიგნი დაბეჭდილია გამომცემლობა Opus World-ის მიერ, რომელიც შეზღუდული ტირაჟით უშვებს წიგნებს გართობის ინდუსტრიაზე, მათ შორის, სპორტზე.

რვა ოლიმპიური ოქროს გარდა, ბოლტს მსოფლიოს ჩემპიონატებზე 11 გამარჯვება აქვს მოპოვებული.