უსაინ ბოლტს ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა

01:09, 06.06.2018

მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიურ ჩემპიონ უსაინ ბოლტს ნორვეგიის საფეხბურთო კლუბ “სტრიომსგოდსეტში” დებიუტი ჰქონდა.

იამაიკელი სპრინტერის გუნდი ნორვეგიის იუნიორთა ნაკრებს ხვდებოდა.

ბოლტი 71-ე წუთზე შევიდა მოედანზე, როცა მისი გუნდი 0:1-ს აგებდა. მისთვის განკუთვნილ დროში იამაიკელმა ერთი დარტყმა შეასრულა, თუმცა თამაშის ანგარიში არ შეცვლილა.

მსგავსი