ლეგენდარულ უსაინ ბოლტს კორონავირუსი აქვს
ლეგენდარულ უსაინ ბოლტს კორონავირუსი აქვს

იამაიკელ სპრინტერს უსაინ ბოლტს კორონავირუსი დაუდგინდა. ლეგენდარულმა მძლეოსანმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. მან დააზუსტა, რომ ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თავად კი თვითიზოლაციის რეჟიმს იცავს.

21 წლის ბოლტი თავის 34-ე დაბადების დღეს ბევრ ცნობილ სპორტსმენთან ერთად ზეიმობდა. საღამოზე, რომელიც ბოლტის მეგობარმა გოგონამ კასი ბენეტმა მოაწყო, მიწვეულები იყვნენ „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი რაჰიმ სტერლინგი, „ლევერკუზენის“ ფორვარდი ლეონ ბეილი, კრიკეტის მოთამაშე კრის გეილი, ასევე რეგეის იამაიკელი შემსრულებელი კრისტოფერ მარტინი. როგორც გაზეთი „სანი“ წერს, ბოლტმა დადებითი ტესტი COVID19-ზე საღამოს შემდეგ ჩააბარა.

რვაგზის ოლიმპიურმა და მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონმა კარიერა 2017 წელს დაასრულა.

მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული საღამოს შემდეგ, რაჰიმ სტერლინგმა კორრონავირუსზე ტესტი ჩააბარა, რომლის შედეგი უარყოფითი იყო.