უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იზიარებენ საერთო ხედვას, როგორ გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო ეფექტიანი
უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იზიარებენ საერთო ხედვას, როგორ გახადონ აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო ეფექტიანი როგორც ევროკავშირისთვის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრისთვის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ საქართველოს და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ვიდეოკონფერენციის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„შესანიშნავი ვიდეოკონფერენცია მქონდა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრ აურელიუ ჩოკოისთან. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, ჩვენი ასოცირებული სამეული იზირებს საერთო ხედვას, როგორ გავხადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო მეტად ეფექტიანი როგორც ევროკავშირისთვის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ყველაზე ამბიციური წევრისთვის“, – წერს დიმიტრი კულება „ტვიტერში“.