უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს 13 აპრილს შეხვდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს 13 აპრილს შეხვდება

13 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება, რის შემდეგაც დიმიტრი კულება მონაწილეობას მიიღებს ნატო-უკრაინის კომისიის შეხვედრაშიც.

ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესცენტრი ავრცელებს.

დღეს კი, უკრაინელი დიპლომატი აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდება.