უკრაინამ ბელარუსთან ყველა ოფიციალური კონტაქტი შეაჩერა
უკრაინამ ბელარუსთან ყველა ოფიციალური კონტაქტი შეაჩერა

უკრაინამ ბელარუსთან ყველა ოფიციალური კონტაქტი შეაჩერა. ამის შესახებ უკრაინული ტელეკომპანიის „1+1“-ის ეთერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამანაცხადა.

„ოფიციალურად ვაცხადებ – ჩვენ ყველა კონტაქტი ბელარუსულ მხარესთან გაყინული, დაპაუზებული გვაქვს“, – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.

კულებას თქმით, უკრაინა ბელარუსთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციას შეუერთდა. ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ბელარუსში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო მიიღო.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარება. როდესაც დავრწმუნდებით, რომ ეს კონტაქტები არ იქნება უკრაინისთვის რეპუტაციულად, მორალურად და ეთიკურად საზიანო, ეს კონტაქტები აღდგება“, – განაცხადა დიმტრი კულებამ.

მინისტრის თქმით, პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საუბარი ბოლოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჰქონდა.