აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას შეხვდა.

სახელმწიფო მდივანმა აშშ-ის სახელით უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორც ბლინკენმა შეხვედრის წინ განაცხადა, განსახილველ საკითხებს შორის იყო არსებული გამოწვევები, ასევე ის სამუშაო, რომელსაც აშშ და უკრაინა ერთად ასრულებენ უკრაინის გასაძლიერებლად, რათა მან შეძლოს საკუთარი თავის დაცვა გარე აგრესიის წინაშე, ასევე მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც აუცილებელია უკრაინის დემოკრატიისა და ეკონომიკის გასაძლიერებლად.

ამასთან, როგორც სახელმწიფო მდივანმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნეს, დიმიტრი კუელბას ვიზიტის ერთ-ერთ მიზანია ვაშინგტონში ვლადიმირ ზელენსკის ვიზიტისთვის მომზადება.

„გვსურს, ეს ვიზიტი იყოს პროდუქტიული, რომ გვქონდეს ბევრი შედეგი, რომლებიც ჩვენს ურთიერთობებს შემდეგ დონეზე გადაიყვანს. გვჯერა, ეს შედის არა მხოლოდ აშშ-ისა და უკრაინის ინტერესებში, არამედ მთელი იმ რეგიონის ინტერესებში, რომელსაც მე წარმოვადგენ და სადაც დემოკრატია უნდა განვითარდეს კეთილდღეობით, სადაც, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ვაშინგტონში 30 აგვისტოს იგეგმება.